пятница, 27 августа 2010 г.

ლაჰილზე ისევ

VIII კლასი
საგანი–ქართული ლიტერატურა
თემა–ა.კალანდაძე, „ლაჰილზე ისევ...“
მიზანი:ლექსის ანალიზი,გეოგრაფიულ სახელთა პოეზია,მხატვრული კითხვის უნარის განვითარება
სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით.აღსაწერი ობიექტისადმი ავტორის დამოკიდებულების ამოცნობა,ერთ თემაზე შექმნილი ლექსების შედარება
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლე ისმენს მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე და წარმოადგენს საკუთარ თვალსაზრისს,კითხულობს ტექსტს და გამოხატავს სა–
კუთარ დამოკიდებულებას წაკითხულის მიმართ. ამოიცნობს ენობრივ მახასიათებლებს.იყენებს
კითხვის სტრატეგიებს, წერილობით გადმოსცემს თავის ნააზრევს.
სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა: VIII.1.5.6.8.9.12.

აქტივობები:კითხვის სტრატეგია „სასვენი ნიშნებით ლექსის კითხვა“, კითხვა–პასუხი, სლაიდების ჩვენება
მხატვრულ სახეებზე დაკვირვება.
გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წთ.
რესურსი:წიგნი, რვეული, კომპიუტერი,პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა:
1.აქტივობა (3წთ.)
მასწავლებელი ესალმება აუდიტორიას, აცნობს გაკვეთილის მიზანს და გამოწვევის მიზნით,
ასმენინებ სიმღერას „შინა ვორგილი..“ მერე სვამს შეკითხვას ,თუ რომელი კუთხის კუთვნილებაა ის.
პასუხის შემდეგ აცნობს თემას.
2.აქტივობა– 7წთ. ლექსის კითხვა
პროექტორის საშუალებთ ეკრანზე ჩნდება სქემა–„როგორ ვიკითხოთ ლექსი სასვენ ნიშნებზე დაყრდნობით“
მოსწავლეები კითხულობენ ლექსს „ლაჰილზე ისევ“. ასახელებენ იმ ინტონაციას, რომელიც იგრძნობა ნაწარმოებში.(ამაღლებული, იდუმალი)
3.აქტივობა–პრეზენტაცია(სლაიდშოუ)7წთ. (იხილეთ პრეზენტაცია ქვემოთ)
ლექსში ნახსენები ყველა გეოგრაფიული სახელის განმარტება–ანოტაციები
4.აქტივობა–ლექსის ანალიზი(10წთ.)
–რა არის პოეტის მიზანი?
–რას აცოცხლებს იგი?
–რა ხერხებით აცოცხლებს იგი გარემოს?
–როგორია მისი დამოკიდებულება აღსაწერი ობიექტის მიმართ?

4.აქტივობა(5წთ.)
საშინაო დავალების პრეზენტაცია–მასალის მოძიება „ამირანდარეჯანიანის“ შესახებ
5.აქტივობა–ერთ თემაზე შექმნილი ლექსების შედარება(7წთ.)
ა. კალანდაძე“არაგვს ზემოთ...“და ა.სულაკაური „ნადიკვარიდან“
–რა საერთო თემატიკა აერთიანებთ ამ ლექსებ ს?
–განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისაგან ინტონაციის მიხედვით?
–რა განცდა ეუფლებათ პოეტებს ნაცნობი ადგილების ხილვისას?
5.დავალება–აღწერეთ თქვენთვის ნაცნობი ადგილი,შეეცადეთ აღწერაში გამოჩნდეს
თქვენი დამოკიდებულება აღსაწერი ობიექტის მიმართ
6.გაკვეთილის შეფასება(5წთ.)
მოსწავლეებს ურიგდებათ ფურცლები, რომელზეც წერენ, რა ისწავლეს, რა დაამახსოვრდე–
ბბათ, როცა გაკვეთილს დატოვებენ
7.მოსწავლეთა შეფასება
გაკვეთილის მსვლელობისას მიმდინარე შეფასების შეჯამება და ქულების გამოყვანა

воскресенье, 11 октября 2009 г.


პროექტის სახელი-“ვისი ცხოვრებაც სიმბოლოა“
  [ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა]
პროექტის მოკლე აღწერა:ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალის
მოკვლევა და გაცნობა მოსწავლეთა მიერ.
 პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ეცნობიან ილიას ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს ,სხვადასხვა წყაროდან კრებენ მასალებს,ალაგებენ თემატურად. მაგ.ილიას ბავშვობა და ყრმობა, ილია გიმნაზიაში,ილია პეტერბურგში, 
“საქართველოს მოამბე“ და “ივერია“, ილია და ქართული თეატრი, ილია სახელმწიფო სათათბიროში, წერილი პეტერბურგის ქართველ სტუდენტობას,სიკვდილი და დასაფლავება, მკვლელობის საქმე.
მონაწილეთა ასაკი: 15 წელი
ვადები: ერთი კვირა.
პროექტის შესაძლო აქტივობები: კლასში-თემების განაწილება ჯგუფებში, პასუხისმგებელი პირების გამოყოფა, კონკრეტულად მითითება წყაროსი,ლიტერატურის.გაკვეთილის ჩატარება ერთ თემაზე. მაგ.ილიას მკვლელობის საქმე . სიდი დისკის ნახხვა ილიას ცხოვრების შესახეებ. კვირის ბოლოს კონფერენციის ჩატარება. ექსკურსია საგურამოში.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაეცნობიან ილიას, როგორც საზოგადო მოღვაწეს ,დაახარისხებენ ინფორმაციას,გამოსცემენ ნაბეჭდ ბუკლეტს.რათა სხვებმაც ისარგებლონ შემდეგში, დაზოგონ დრო.
სამუშაო ენა:ქართული
პროექტის ფასილიტატორი: ანა მენაბდე

ფასილიტატორის ელ-ფოსტა: ana.menabde11@gmail.com